Сообщения

მეცხრე დღე

    ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგი იყო. ვისწავლეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა და ბლოგზე ატვირთვა. შევიძინეთ ცოდნა და ის უნარ-ჩვევები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნის მასწავლებლის განვითარებისთვის. ამ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს დავნერგავ ჩემს კლასში და ჩავატარებ ეფექტურ და მიზანმიმართულ პროექტებს.დიდი მადლობა მასწავლებელთა სახლს, დიდი მადლობა ბატონ დიმიტრის ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის.  დიმიტრის ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

საქაღალდის   ბმული 

მერვე დღე

დღეს ვისაუბრეთ  შეფასების რუბრიკასა და ფასილიტაციაზე. ვისწავლეთ რა ტიპის ფასილიტაციის დოკუმენტები გამოიყენება სწავლებაში. ტრენინგი საკმაოდ საინტერესო იყო. მოსწავლის ნიმუშის მიხედვით შევქმენით შეფასების რუბლიკები. ამ რუბლიკებს გამოვიყენებ ჩემს მუსაობაში. დიდი მადლობა დიმიტრი

მეშვიდე დღე

    დღეს ვიმუშავეთ, მოსწავლეთა შეფასების დოკუმენტებზე. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. ვისწავლეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა, მომეწონა და გამოვიყენებ ჩემს კლასში. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი . გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას. მადლობა მასწავლებელთა სახლს და ტრენერს ასეთი კარგი ტრენინგისათვის,  სწორედ თანამედროვე მასწავლებელს სჭირდება იმ უნარების ცოდნა რაც ვისწავლე ამ ტრენინგით. 

მეექვსე დღე

დღევა ნდელი დღე საინტერესო იყო. ვისწავლეთ ჩვენი პროექტის ბლოგზე ატვირთვა,,განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, რომელიც მომეწონა და გამოვიყენებ ჩემს მუშაობაში.  ვისწავლე მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა. ვფიქრობ გავიგე, ვეცდები დავალება კარგად შევასრულო. მადლობა დიმიტრი

ჩემი პროექტის პრეზენტაცია

დღე მეხუთე

დღეს ჩვენ გავეცანით მასწავლებლის პორტფოლიოს,  ამას გამოვიყენებ ჩემი პროექტის წერისას. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა მოვიძიოთ ინტერნეტიდან კვლევისათვის საჭირო საკითხები. ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსები. ამას გამოვიყენებ ჩემს მუშაობაში.  დღევანდელი დღე საინტერესო იყო.. მადლობა ტრენერს.