Сообщения

Сообщения за май, 2017

მეშვიდე დღე

    დღეს ვიმუშავეთ, მოსწავლეთა შეფასების დოკუმენტებზე. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. ვისწავლეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა, მომეწონა და გამოვიყენებ ჩემს კლასში. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი . გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას. მადლობა მასწავლებელთა სახლს და ტრენერს ასეთი კარგი ტრენინგისათვის,  სწორედ თანამედროვე მასწავლებელს სჭირდება იმ უნარების ცოდნა რაც ვისწავლე ამ ტრენინგით. 

მეექვსე დღე

დღევა ნდელი დღე საინტერესო იყო. ვისწავლეთ ჩვენი პროექტის ბლოგზე ატვირთვა,,განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, რომელიც მომეწონა და გამოვიყენებ ჩემს მუშაობაში.  ვისწავლე მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა. ვფიქრობ გავიგე, ვეცდები დავალება კარგად შევასრულო. მადლობა დიმიტრი

ჩემი პროექტის პრეზენტაცია

დღე მეხუთე

დღეს ჩვენ გავეცანით მასწავლებლის პორტფოლიოს,  ამას გამოვიყენებ ჩემი პროექტის წერისას. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა მოვიძიოთ ინტერნეტიდან კვლევისათვის საჭირო საკითხები. ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსები. ამას გამოვიყენებ ჩემს მუშაობაში.  დღევანდელი დღე საინტერესო იყო.. მადლობა ტრენერს.

დღე მეოთხე

  დღევანდელი ტრენინგი საინტერესო იყო. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. ვისაუბრეთ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასების  მიზნებზე.. ვისწავლეთ შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად. ვისწავლეთ პრეზენტაციის მომზადება ჩვენს  სასწავლო პროექტზე.  ვფიქრობ პროექტზე მუშაობა საინტერესოა . მოსწავლეებიც კარგად ჩაერთვებიან მუშაობაში.  მადლობა ტრენერს ასე კარგად რომ გვასწავლის.

მესამე დღე

დღევანდელი დღის ტრენინგი საკმაოდ საინტერესო იყო, მოდულმა ჩემი  პროექტის  დაგეგმვა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო პროექტების დაგეგმვის პროცესში.ვისწავლეთ სტანდარტების მორგება ჩვენს პროექტზე, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება.,აგრეთვე ვიმუშავეთ ბლუმის ტაქსონომიაზე.

დღე 2

        დღევანდელი დღის ტრენინგი   საინტერესო იყო, შევქმენით ბლოგები,გავეცანით პროექტის მოთხოვნებს, მოვამზადეთ პუბლიკაციები  პროექტების სწავლების თემაზე, ბოლოს ტრენერს გავაცანით იდეები ჩვენი   პროექტების     შესახებ . ტრენერი  ცდილობს ყველაფერი კარგად გაგვაგებინოს , ჩვენც ვბეჯითობთ შეძლებისგვარად.   ვფიქრობ პროექტი გავაკეთო  თემაზე რაში გვჭირდება ფართობის ცოდნა. ვფიქრობ თემა საინტერესოა.       

ჩემი პროექტის იდეა

მინდა ჩემს კლასში გავაკეთო პროექტი თემაზე : რა მნიშვნელობა  აქვს მცენარეებს ბუნებაში.